25 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
საგანგებო შეხვედრა ჭიდაობის ფედერაციაში - გეგა გეგეშიძის ბოდიშის მიუხედავად, შერიგება არ შედგა

ჭიდაობის ფედერაციის საგანგებო შეხვედრა და გეგა გეგეშიძის ბოდიში - დაპირისპირებული მხარეების შერიგებას დღეს მოჭიდავეები დახურულ შეხვედრაზე ცდილობდნენ, თუმცა, შერიგება არ შედგა.

გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს, სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო, ბოდიში მოუხადა, თუმცა, ევროპის ჩემპიონი კვლავ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უპირობო გადადგომას ითხოვს.

„მე ვუთხარი, რომ მე არ მინდა ასეთი პრეზიდენტი, თქვენ თუ გინდათ, გყავდეთ ასეთი პრეზიდენტი. ჩემი კარიერის გადასარჩენად მე ერთი გზა მაქვს, რომ წავიდე, სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე... გეგა არ არის ამის მომხრე, მაგრამ გეგამ უნდა შეუქმნას ის პირობა სპორტსმენს, რომ არ მოუნდეს სპორტსმენს წასვლა. თქვეს, რომ მათ არ ეხებოდათ მარტო ჩემი წასვლის საკითხი, პარლამენტში უნდა იკითხონ, სპორტის სამინისტროსთან უნდა იკითხონ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ,“ - ამბობს დათუნაშვილი.

ფედერაციაში დანიშნული სხდომის პარალელურად, ძალადობას ზურაბ დათუნაშვილზე დღეს შენობის გარეთ აპროტესტებდნენ ევროპის ჩემპიონი და მისი მომხრეები.

მოგვიანებით ზურაბ დათუნაშვილი პრეზიდიუმის დახურულ სხდომაზე შეიყვანეს, სადაც მას გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოუხადა. 

დღის ამბები