18 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
ფარცხალაძის ზონდერებმა მცემეს - თბილისის ცენტრში მომხდარი თავდასხმისას ნაცემი გულიაშვილი

39 წლის დავით გულიაშვილი ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

კურიერის ჟურნალისტი დაზარალებულს საავადმყოფოში ესაუბრა.

მისი თქმით, როდესაც ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, თავს დაესხნენ ზონდერები.

გულიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელი დავით მიქაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრია.

დაზარალებული კურიერს უყვება, რომ თავდასხმას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები შეესწრნენ, თუმცა, მომხდარზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

მისი განცხადებით, ძმები მიქაძეები პოლიციის დავალებებს ასრულებენ. 

„მანუჩარ მამსიაშვილმა, როგორც გამოვედი ციხიდან, მითხრა, 20 დღეში დატოვებ ქვეყანასო. არ დატოვებ და მიქაძეებს მოგიგზავნი და ნახავ, რასაც გიზამენო. რატომ უნდა დამეტოვებინა? ზონდერი ძმები მიქაძეები არიან, პოლიციის დავალებას ასრულებენ. მოვარდნენ, მცემეს იარაღებით. ფარცხალაძესთან ერთად რომ იყო, პოლიციის დავალებებს ასრულებენ. პოლიცია იქ იყო, უყურებდა, არავინ არ ჩარეულა,“ - განაცხადა დავით გულიაშვილმა.

ნიუ ჰოსპიტალში, სადაც დავით გულიაშვილი მკურნალობს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

უწყების ცნობით, გამძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

დავით გულიაშვილზე თავდასხმა  ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, მოხდა.  

 

დღის ამბები