25 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ მას არ მიუღია გაწერის გადაწყვეტილება - დავით ჯანდიერი დეკანოზ მამალაძის გაწერის დეტალებზე საუბრობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის გაწერის შესახებ გადაწყვეტილება არა მისმა მკურნალმა ექიმმა, არამედ პენიტენციალურმა სამსახურმა მიიღო. ამის შესახებ განცხადება იურისტმა დავით ჯანდიერმა გააკეთა. მისის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ოქმში  მკურნალმა ექიმმა განაცხადა, რომ მას პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება არ მიუღია. მოგვიანებით კი თქვა, რომ ეს პოზიცია შეცვალა.

„აქ არ არის საუბარი რაიმე სახის ეჭვებზე. ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ოქმში, რომელიც ჩემთან ერთად ესწრებოდა დეკანოზ მამალაძის გაწერის პროცესს საავადმყოფოდან. ოქმში აღნიშნულია ის, რაც რეალურად მოხდა, რომ მკურნალმა ექიმმა თავდაპირველად  თქვა, რომ  მას არ მიუღია  გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის გაწერის შესახებ. რაც ასევე მის მიერ წინა დღეს ყოფილა დადასტურებული მის ძმასთან, ხოლო შემდგომში მოგვიანებით თქვა, რომ მან  მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ განცხადებებს შორის, პირველ და მეორე განცხადებებს შორის ის იყო გაყვანილი პალატიდან და როგორც საავადმყოფოს  წარმომადგენლებმა შემდგომ აღნიშნეს გახდა ცუდად. უნდა ითქვას ის, რომ თავად ამბობს და ოქმშიც არის მითითებული რომ წინა დღით მან არ იცოდა თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და ასევე თქვა რომ ასე გამოვიდა,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან გაწერეს და სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

იურისტი ამბობს, რომ მამალაძის გადაყვანის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტაცია გამოთხოვილია და ისინი პასუხს ელოდებიან. 

დღის ამბები