19 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
მოლდოვაში ახალ პარლამენტს ირჩევენ

მოლდოვაში ახალ პარლამენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა. მოსახლეობამ დეპუტატები 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ. არჩევნები პირველად იმართება შერეული სისტემით. 50 კანდიდატი პარლამენტში პარტიული სიებით, 51 კი მაჟორიტარული სისტემით მოხვდება. ამასთანავე, არ არის დაწესებული ელექტორატის აქტივობის ქვედა ზღვარი.

პარლამენტში მოხვედრას 14 პარტია და ერთი პოლიტიკური ბლოკი ცდილობს, თუმცა მთავარი ბრძოლა ორ ძალას შორის იმართება, რაც საბოლოდ ქვეყნის პოლიტიკუს კურსს განსაზღვრავს.

მმართველი დემოკრატიული პარტია და მემარჯვენეთა ოპოზიციური ბლოკი მოსახლეობას პროდასვლური კურსის გაგრძელებას და ევრო-ინტეგრაციას პირდებიან. მეორე მხარეს კი პრორუსული ძალაა.

კვლევების თანახმად, სოციალისტურ პარტიას, რომელიც მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარებაზე და მოლდოვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს.

დღის ამბები