20 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილო კორეის ლიდერთან შესახვედრად ემზადება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილო კორეის ლიდერთან შესახვედრად ემზადება. ლიდერების 2-დღიანი სამიტი 27 თებერვალს ვიეტნამში გაიხსნება. ისტორიული შეხვედრისთვის კიმ ჩენ ინი საგანგებოდ ემზადება.

ჩრდილო კორეის ლიდერი ჰანოიში უკვე გაემგზავრა. კიმ ჩენ ინი ვიეტნამში მატარებლით და ჩინეთის გავლით მიდის.

კორეული მედიის ინფორმაციით, ვიეტნამისა და ჩინეთის საზღვრამდე მას 60 საათი დასჭირდება, რის შემდეგაც გზას ჰანოიმდე ბრონირებული მანქანით გააგრძელებს.

დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ჩრდილო კორეის ლიდერი მოლაპარაკებას ვიეტნამის პრეზიდენტთან გამართავს. უცხოელი ლიდერების დასახვედრად ვიეტნამის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები აამოქმედეს.

 

დღის ამბები