25 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში-საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ფილმად ჯეიმს ბოლდვინის ნოველის მიხედვით გადაღებული დრამა დასახელდა

ლოს ანჯელესში დამოუკიდებელი ფილმების შემქმნელები დააჯილდოვეს. ცერემონიაზე, რომელიც ტრადიციულად ოსკარის ლაურეატების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე იმართება, იმ ნამუშევრებს აჯილდოებენ, რომელთა ბიუჯეტიც 20 მილიონ დოლარზე ნაკლებია. საღამოს ფავორიტი ჯეიმს ბოლდვინის ნოველის მიხედვით გადაღებული დრამა გახდა. "თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება" წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, ბერი ჯენკინსი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს და რეჯინა კინგი მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დააჯილდოეს. საუკეთესო ქალ მსახიობად კლენ ქლოსი დასახელდა. ამავე კატეგორიაში მამაკაცებს შორის ჯილდო ითან ჰოუკს გადაეცა. ოსკარის წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაზე ნომინირებული " რომა" წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმად აღიარეს.

დღის ამბები