20 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
„ბნელი დეპუტატები“ - ვინ დაუჭირა მხარი წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციას

45 დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ირმა ინაშვილისა და მისი გუნდის ინიციატივა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა.

დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უნდა გასამართლდნენ. მხარდამჭერებს შორის ის დეპუტატებიც იყვნენ, ვინც მმართველი გუნდი დატოვა. 

თუმცა პარლამენტმა რეზოლუცია მაინც ჩააგდო. საბოლოდ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების ნაწილმა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა დაიწუნა.

ყოფილი ხელისუფლების და ახლა უკვე ოპოზიციის წარმომადგენლები კი იმ 45 დეპუტატს, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, „ბნელებს“ უწოდებენ.

დღის ამბები