19 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ვქმნით სპეციალურ კომიტეტს, რათა მსოფლიოს ყურამდე მივიტანოთ ქართველთა მიმართ გენოციდის მრავალ ათასწლოვანი პრეცედენტი - ნათელაშვილი 

საბჭოთა ოკუპაციის დღეს ”ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის ქმნის საზოგადოებრივ კომიტეტს, რომლის მიზანია მსოფლიომ საქართველო აღიაროს გენოციდის მსხვერპლ ქვეყნად, რაც მისი თქმით, შეძლეს ებრაელებმა და სომხებმა.

„21 წელს რუსეთის და თურქეთის ოკუპაციის შედეგად დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიათა მესამედი და რაც მთავარია თითქმის საუკუნე დავკარგეთ დამოუკიდებლობა. დღევანდელი ოკუპაციაც აი იმ 25 თებერვლის გაგრძელებაა და მეტი არაფერი. ჩვენ ვქმნით სპეციალურ კომიტეტს იმისათვის, რათა მსოფლიოს ყურამდე მივიტანოთ ქართველთა მიმართ გენოციდის მრავალ ათასწლოვანი პრეცედენტი და მივაღწიოთ იმას, რაც შეძლეს ებრაელებმა და სომხებმა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები