25 აპრილი 2024,   02:24
ვრცლად
დეკანოზი არის ნაკლები ყურადღების ქვეშ, ვიდრე იყო ღუდუშაურის კლინიკაში - დავით ჯანდიერმა მამა გიორგი მამალაძე მოინახულა

მამა გიორგი მამალაძე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა მოინახულა. ჯანდიერის თქმით, ციხის საავადმყოფოში პირობები, რომელშიც დეკანოზის მკურნალობა გრძელდება, იმაზე რთულია, ვიდრე ეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იყო.

ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

„კვირაზე მეტი არის გასული, რომ ის არის ფაქტობრივად, ისეთ მდგომარეობაში, რომ შეუძლებელია გადაადგილდეს. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მასზე ემოციურად. არის ნაკლები ყურადღების ქვეშ, ვიდრე იყო ღუდუშაურის კლინიკაში, რაც მან თქვა. დამატებით დისკომფორტს ქმნის ის, რომ პალატაში მასთან ყოფნის შესაძლებლობა და პალატაში მისი ნახვის შესაძლებლობა არ არის და სპეციალური შეხვედრის ოთახში ჩამოჰყავთ,“ - ამბობს ჯანდიერი.

ჯანდიერი მამა გიორგი მამალაძის ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იცავს, დღევანელი შეხვედრისას საუბარი სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელსაც შეეხო.

დღის ამბები