19 აპრილი 2024,   21:59
ვრცლად
მოქმედ მოსამართლეებს ქვემდგომი ინსტანციების მოსამართლეების თვალში ავტორიტეტი უნდა ჰქონდეთ - დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თვლიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი წინადადება, რომელიც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ახალ წესს ეხება, არსებული ვითარებიდან სწორი გამოსავალია.

კარიერული დაწინაურების პრინციპის უპირატესობებზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილიც.

„უპირატესობას და პრიორიტეტს ვანიჭებთ მთელ მსოფლიოში, ანუ განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ პრინციპს, ეს არის კარიერული დაწინაურების პრინციპი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება გამახვილდეს და იმგვარი კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს, რომ აი, ეს პრინციპი იქნეს დაცული. მოქმედი მოსამართლეები, რომელთაც აქვთ საკმარისი კომპეტენციაც და გამოცდილება სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების, რომ ელემენტარულად, ქვემდგომი ინსტანციების მოსამართლეების თვალში ჰქონდეს ავტორიტეტი,“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საჭოს არამოსამარლე წევრები კი,  სასამართლოს რეფორმირების ჯგუფის მუშაობას სკეპტიკურად უყურებენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი  წესი მართლმსაჯულების ინტერესებს არ ემსახურება და მისი მიზანი მხოლოდ კლანური მმართველობის შეფუთვაა.

დღის ამბები