19 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
აქცია ზუგდიდში - ოჯახის წევრები თენგიზ ქობალიას გათავისუფლებას ითხოვენ

თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახისწევრებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განმარტებით, თენგიზ ქობალია ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას კორუფციულ გარიგებებში გარეული არ ყოფილა.

აქცია ზუგდიდში პოლიციის სამმართველოდან მანქანების მსვლელობით დაიწყო და გუბერნატორის ოფისთან გაგრძელდა.

„ჩვენი მოთხოვნა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ სასამართლომ აღკვეთი შეცვალოს და პატიმრობიდან თენგიზ ქობალია გამოუშვას გირაოთი. ძიების გაგრძელებას თენგიზ ქობალიას თავისუფლებაში ყოფნა არანაირად არ უშლის ხელს. თენგიზ ქობალია არის მოწმე. თენგიზ ქობალიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ გარიგებაში,“- აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი ხატია ჯანაშია.

გამოძიება თენგიზ ქობალიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. საქმე ეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რომელიც გამოძიების მტკიცებით ქობალიამ იცოდა და შესაბამის ორგანოებს არ აცნობა.

დღის ამბები