20 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა - თეა წულუკიანი

"ჩემთვის ძალიან დასანანია, მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა"-ასე ეხმაურება "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ 4 დეპუტატის მმართველი გუნდიდან გასვლა ბოლო დანაკლისი იქნება საპარლამენტო უმრავლესობისთვის.

„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო, ძალიან დიდი, მაგრამ ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის. ერთობა ძნელად საშენებელია და ამიტომ ყველანი ჩვენ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა დააანონსა გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა. თუმცა დეპუტატებს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. მმართველი გუნდის რიგები უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

 

დღის ამბები