25 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა მოეწყო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა სახელწოდებით "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პერსონები საარქივო დოკუმენტებიდან" გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ ცნობებს და პირად ნივთებს მოიცავს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება.

„გამოფენილი გახლავთ ის მასალა, რომელიც ეხება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ეხება იმ პერსონებს, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ მოვლენებში. კერძოდ, აქ წარმოდგენილია ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის პერსონებთან დაკავშირებული მასალა,“ -  ამბობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი მანანა ვარადაშვილი.

დღის ამბები