16 სექტემბერი 2019,   05:11
ვრცლად
კონსულტაციები შუშის სასახლეში გრძელდება - ზურაბ აბაშიძემ ივანიშვილთან შეხვედრა უკვე დატოვა

კონსულტაციები შუშის სასახლეში გრძელდება - "კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში რჩებიან რომან კაკულია, გოგა ხაინდრავა, ზვიად ძიძიგური და ლაშა ნაცვლიშვილი. შეხვედრა უკვე დატოვა არჩილ თალაკვაძემ. ასევე შუშის სასახლიდან მალევე გამოვიდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან 27 თებერვალს კარასინთან დადგემილი შეხვედრის დეტალები განიხილა.   

„შეხვედრა მაქვს ზეგ პრაღაში და ზოგადად ამის თაობაზე ვისაუბრეთ. დიპლომატიური შეხვედრა იყო. ჩვენ გვაქვს  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. გასულ წელს გავივლით რა ვითარება იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ დავიცვათ მაქსიმალურად  ჩვენი კომპანიების ინტერესები, რომლებიც ჩართულები არიან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერობებში,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები