25 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბრექსითზე მოლაპარაკებები ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბრექსითთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართა.

ტერეზა მეისა და ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრა შარმ-ელ-შეიხში ევროკავშირი-არაბული ლიგის სამიტის პარალელურად გაიმართა.

ბრიტანეთის პრემიერი ნიდერლანდელ კოლეგასა და გერმანიის კანცლერსაც შეხვდა. ტერეზა მეი ევროპელი ლიდერების დამატებით კონსენსუსზე დაყოლიებას ცდილობს, მისი თანაპარტიელები კი მოითხოვენ, რომ გარიგების არარსებობის შემთხვევაში პრემიერმა ბრექსითი 23 მაისამდე გადადოს.

ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსითის გარიგებას კენჭს 12 მარტამდე უყრის.




დღის ამბები