20 ოქტომბერი 2019,   05:55
ვრცლად
მიზრა სუბელიანი საქმე-სასამართლო განხილვას ასრულებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მირზა სუბელიანის საქმის განხილვას ასრულებს. დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან, ამის შემდეგ კი მოსამართლე უკვე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

სასამართლოს დასკვნითი სიტყვით უკვე მიმართა ბრალდების მხარემ. პროკურატურის დასკვნითი სიტყვის შემდეგ კი სასამართლომ იმსჯელა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე. სახელმწიფო ბრალდება არ დაეთანხმა მირზა სუბელიანისთვის პატიმრობის უფრო ნაკლებად მძიმე სასჯელის დაკისრებას. პროკურორის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარე კი თვლის, რომ მირზა სუბელიანი უკვე დიდი ხანია პატიმრობაშია და ის საფრთხეები, რომელზეც მიუთითებდა ბრალდების მხარე, უკვე აღარ არსებობდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა გირაოს სახით 5000 ლარის შეფარდებასთან დაკავშირებით.

მოსამართლეს მიმართა თავად მირზა სუბელიანმაც. მისი თქმით თუ კი საზოგადოებრივი ინტერესი არის ისეთი, რომ ის უნდა იყოს პატიმრობაში, მაშინ ის დარჩება პატიმრობაში. 

დღის ამბები