20 ოქტომბერი 2019,   06:04
ვრცლად
TBC ბანკის საქმე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე პარლამენტში განხილვაზე არ მივა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე პარლამენტში არ მივა. აღნიშნული ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადებით გაავრცელა. ხვალ, პარლამენტში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც ელოდებოდნენ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც tbc ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა მიაღწიეს შეთანხმებას, მარეგულირებლის წინააღმდეგ კომერციული ბანკის დავა შეწყდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო სამბჭოში თანამდებობები დატოვეს, მარეგულირებელს აღარ მიაჩნია საჭიროდ საკთხზე დამატებითი აჟიოტაჟის ატეხვა.

"საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს.

"მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მით უმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილად მიგვაჩნია" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ შეთანხმებას მხარეებმა ხუთშაბათს მიაღწიეს, ეროვნულმა ბანკმა კი მხოლოდ ახლა განცხადა რომ პარლამენტში არ მივა.  

დღის ამბები