25 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები ეკა ბესელიას ირგვლივ იკრიბებიან - ახალი ფრაქცია პარლამენტში

ეკა ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის. გარდა ამისა იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკურ მომხრეებთან კონსულტაციების დაწყებასაც გეგმავს. "ოცნების" ყოფილი ლიდერი მისი გარშემო, ოცნებიდან დემარშით წასულებს შემოკრებს. ფრაქციის შესაქმენლად ეკა ბესელიას კიდევ 5 დეპუტატი სჭირდება. მისი თქმით, პარლამენტში ეძებს თავისუფალ პარლამენტარებს, ვისთანაც ღირებულებების თანხვედრა ექნება.
ცნობილია, რომ ეკა ბესელიას ახალი ფრაქციის წევრი, დღეს უმრავლესობას გამიჯნული გედევან ფოფხაძე იქნება, ფოფხაძემ ივანიშვილის პარტიაც და ფრაქციაც დღეს ოფიციალურად დატოვა.

ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის ანონსის შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა დღეს ტელევიზორიდან შეიტყვეს. "ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გადამწყვეტ ბრძოლაში "ქართული ოცნება" მოქმედი გუნდით წარდგება.

ბესელიას ოპოზიციაში წასვლის არ სჯერა ოპოზიციას. მთავრი საპარლამენტო ძალები დარწმუნებულები არიან, რომ ეკა ბესელიაც და მასთან ერთად წასულები ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას ვერ გაბედავენ, არის იმის ალბათობაც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ოცნებიდან" წასული ლიდერები, ისევ ქვეყნის დეფაქტო მმართველის დასაყრდენები გახდნენ.

ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული "ოცნება" ერთიანი გუნდით მისვლას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს დროდადრო განაწყენებული ყოფილი თანაგუნდელების შემოკრება და მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთება მოუწევს. 

დღის ამბები