19 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები - ფაქტების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა

არასრულწლოვანთა მიერ კანონის დარღვევა 2018 წელს უფრო ხშირი იყო, ვიდრე 2017-ში. პოლიციის სტატისტიკით, 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები ყველაზე ხშირად ავტოფარეხებსა და საცავებს ძარცვავენ. 908 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებებიდან 78% ქურდობაა, 11%  ჯანმრთელობის დაზიანება, 2% ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარება.

არასრულწლოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს დღეს გასაჯაროებული სტატისტიკა ზუსტად ვერ ასახავს. 14 წლამდე ბავშვებს კანონმდებლობა პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება არ იწყება. კანონის ლიბერალიზაციის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ შს მინისტრი კანონის გამკაცრებას არ გამორიცხავს.

კანონის გამკაცრებას ბავშვების დასჯის სახიფათო მეთოდად განიხილავს გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე. რენატა უინთერის თქმით, საქართველოს მთავრობა ყოველთვის აგრესიული მეთოდებით ცდილობს, პრობლემის მოგვარებას, რაც უკურეაქციას იწევს და დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რიცხვი იზრდება.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებების რიცხვი ქვეყანაში იზრდება. გამოსავალს პოლიცია კანონის გამკაცრებაში ხედავს. უკვე ცნობილია, რომ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობა, ე.წ. პედოფილია უვადო პატიმრობით დაისჯება. ასევე შეიქმნება ელექტრონული ბაზები, სადაც ყველა ის ადამიანი მოხვდება, რომელმაც სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 

დღის ამბები