24 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
TBC ბანკის საქმე-საკომიტეტო განხილვამდე ერთი დღით ადრე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კითხვებს გაურბის. ქვეყნის მთავარმა ბანკმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელი არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტში ხვალ დაგეგმილ შეხვედრაში. დარგობრივი ეკონომიკის და ფინანსთა კომიტეტების სხდომაზე TBC ბანკის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც მივლენ.  

რატომ აიძულეს თიბისი ბანკის დამფუძნებლები სამეთვალყურეო საბჭოდან წასულიყვნენ, რატომ დააჯარიმეს საქართველოს მთავარი ბანკი მილიონით, იყო თუ არა პოლიტიკური ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და რატომ დააყენა ეროვნულმა ბანკმა TBC-ის სანქციების დაწესებით დარტყმის წინაშე ქვეყნის საბანკო სისტემა. ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად კობა გვენეტაძე პარლამენტში გასულ კვირას დაიბარეს. იგი სხდომაზე TBC ბანკის დამფუძნებლების პირისპირ უნდა დამჯდარიყო, რომლებმაც რეგულატორი ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. კობა გვენეტაძეს ბოლო ხუთი დღის განმვალობაში არ უთქვამს უარი განხილვაში მონაწილეობაზე და მხოლოდ სხდომის წინა დღეს გაირკვა, რომ მისვლას არ აპირებს.

ოპოზიცია დარწმუნებულა, რომ კობა გვენეტაძის უარი პირდაპირ მიანიშნებს თიბისის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ მოტივაციაზე.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები