23 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა დღეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. დაზარალებულები პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

მეანაბრეების თქმით, სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ისინი ამბობენ, რომ საფინანსო კომპანია საქართველოს ამ დრომდე ასობით დაზარალებული ჰყავს.

აქციის მონაწილეები უკვე მესამე წელია, დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.

„სამი წელია, ვდგავართ ქუჩაში. 31 გარდაცვლილი გვყავს, ოცნებაში ჩახოცილი ადამიანები, ორი თვითმკვლელობით. მესამე წელია, ამ ადამიანების და ჩვენი პრობლემა არ გადაწყდა. ამათთვის ეს ჩვენი თანხები, თაღლითური სქემით მიტაცებული თანხები არის კაპიკები. ვთხოვთ, ბოლოს და ბოლოს კანონმდებლობის ბაზაც შეცვალონ და ჩვენი პრობლემა გადაწყვიტონ,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლიკა ლომთათიძე.

დღის ამბები