20 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
"თუკი საუბარია შანტაჟის ენაზე, მაშინ სინოდმა უნდა განვიხილოთ ეს საკითხი" - მეუფე ანტონი დეკანოზის შეწყალებაზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოში გაკეთებულ განცხადებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ბულუხია, ეხმაურება.

მეუფე გეგმავს, რომ დეკანოზი მამალაძე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოინახულოს.  

მეუფე ანტონი აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა უნდა იმსჯელონ. სინოდზე განსახილველ საკითხთა შორის შესაძლოა, მოხვდეს დეკანოზის სკანდალური წერილი, რომელიც მღვდელმთავრებს მამა გიორგი მამალაძემ უკვე გადაუგზავნა.

„ძალიან ძნელია ახლა საპატრიარქოს მაგივრად იმსჯელო ამ საკითხზე. მე გადაწყვეტილი მაქვს, თვითონ მოვინახულო ბრალდებული და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება და ვთქვა პირდაპირ იმიტომ, რომ ეს სცილდება რაღაც-რაღაც ზღვარს. ზღვარს სცილდება - ერთი მხარე ამბობს ისე და მეორე მხარე ამბობს ასე და შეწყალების საკითხი უკვე რაღაცნაირად ისე დგას, რომ ცალმხრივად თუკი იტყვის, მე აღვნიშნე, რომ ვინ უნდა იყოს ისეთი პატიმარი, რომლის შეწყალების საკითხი არ უნდა დადგეს, მაგრამ თუკი აქ საუბარია შანტაჟის ენით საუბარზე, მაშინ უკვე შეიძლება ეს განიხილოს და სინოდმა უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, ასე ცალმხრივად ვერ ვიტყვი,“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

მეუფე ანტონისთვის შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია. შანტაჟზე გაამახვილა დღეს ბრიფინგზე ყურადღება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოში სკანდალური წერილის გამო დეკანოზს შანტაჟის მოწყობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ საპატრიარქო მათ შუამდგომლობს, ვინც შენდობას ითხოვს. სწორედ ამიტომ, მამა ანდრია დეკანოზს ამ წერილის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები