20 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის გადასახადი იზრდება

ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის დაწესდება ჰიბრიდული ტარიფი, რაც იმას გულისხმობს, რომ მომხმარებელი ოც კუბურ მეტრს ქვემოთ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდის, ხოლო ოც კუბურს ზემოთ დაანგარიშება განსხვავებული ტარიფით მოხდება.

ცვლილებებს მიესალმება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც.

კომისიამ დღეს დაიწყო საკითხის განხილვა, გადაწყვეტილება 26 აპრილამდე უნდა მიიღოს.

 

დღის ამბები