19 აპრილი 2024,   20:30
ვრცლად
"მზად ვართ, საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია" - მამუკა ხაზარაძე

თიბისი ბანკის დამფუძნებლები მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ და თიბისი ბანკის საქმეზე ისაუბრონ.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ხაზარაძე საკანონმდებლო ორგანოსგან კონკრეტულ შემოთავაზებას ელოდება.

ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, სხდომა ჩაიშალა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება, გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან, რადგან ეს სცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან, ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი. ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის,“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები