20 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
რუსეთი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს - შოიგუ NATO-ს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის მორიგი მუქარა - განცხადება თავდაცვის უწყებაში გაკეთდა. სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა.

მისი განაცხადებით, რუსეთი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს. შოიგუს თქმითვე, მოსკოვი გააძლიერებს სამხედრო დანაყოფებს. 

„ორჯერ გაიზარდა მასშტაბი და სწავლებების ინტენსივობა, რომელშიც სულ უფრო აქტიურად ერთვებიან NATO-ს არაწევრი ქვეყნები - უკრაინა და საქართველო. მსგავსი ქმედებები არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას. ასეთ ვითარებაში ჩვენ იძულებული ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ, სტრატეგიული შეკავების ღონისძიებების, სამხედრო დანაყოფების, საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმასთან შერწყმით,“ - განაცხადა სერგეი შოიგუმ.

სახიფათო გზავნილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე რთულ მხარეს არასასიამოვნო მოულოდნელობებს უწინასწარმეტყველებს. თუმცა კარასინმა არ დააკონკრეტა, რა არასასიამოვნო მოულოდნელობას უმზადებს რუსეთი საქართველოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები