25 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
კობახიძე მსხვილი ჭანჭიკია - ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო ოპოზიცია მხარს დაუჭერს ეკა ბესელიას განცხადებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესაძლო დაყენებას ეხება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონდებლო ორგანო ბიძინა ივანიშვილის კონტროლისგან გათავისუფლდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ჭანჭიკია.

„ყველა იმ პროცესს, რომელიც დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიული მექანიზმის მორღვევას, ჩვენ მხარს დავუჭერთ. კობახიძე არის ერთ-ერთი მსხვილი ჭანჭიკი ბიძინა ივანიშვილის მექანიზმში. ამ ინიციატივისთვის მხარის არდაჭერა არ იქნებოდა სწორი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კობახიძეზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარე, ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა იქ, სადაც არის. ქალბატონი ბესელია რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს ბატონ კობახიძეზე? გულისხმობს ბატონ ივანიშვილს? თუმცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ იქნება სწორი, რომ ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ერთი, თუნდაც მსხვილი ჭანჭიკის მოშორებას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ყველა იმ ინიციატივას დაუჭერენ მხარს, რომელიც პარლამენტის მხრიდან ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას შეაჩერებს.

„ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკური გუნდის რღვევის პროცესს კობახიძის იმპიჩმენტს თუ სხვადასხვა თანამდებობის პირების ჩამოშორებას, ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა იმ პროცესს და მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ივანიშვილის გავლენებს პარლამენტს და იმ მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლითაც ეს პარლამენტი გამოირჩევა,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები