25 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
"ქართული ოცნების" დაშლა გრძელდება - გუნდი დღეს კვაჭანტირაძემ დატოვა, ბესელია კი კობახიძის იმპიჩმენტზე საუბრობს 

"ქართული ოცნება" დაშლას განაგრძობს. 4 დეპუტატის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა  ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვა. დღეს კვაჭანტირაძე საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით პრეზიდენტთან ერთად ვიზიტით ბოლოჯერ იყო. დეპუტატმა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ელექტრონული ფოსტით ბაქოდან შეატყობინა, რომ მმართველი გუნდის რიგებიდან გადის. ჯერ უცნობია შევა თუ არა ის ფრაქციაში, რომლის შექმნასაც დეპუტატი ეკა ბესელია გეგმავს.

თავად ეკა ბესელია ადასტურებს, რომ ამ საკითხზე საუბარი კვაჭანტირაძის გარდა კიდევ ბევრ დეპუტატთან აქვს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის ხუთკაციან "საძმაკაცოში" დარჩენის სურვილი ბევრს არ ექნება.

ბესელიას ვარაუდობს, რომ შესაძლოა გუნდთან დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეს. პირველად დღეს პოლიტიკურ ლექსიკონში სიტყვა იმპიჩმენტი გაჩნდა.

მამუკა მდინარაძე, ვისაც ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის "საძმაკაცოს" წევრად მოიხსენიებს დარწმუნებულია, რომ იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის რესურსი არ ეყოფა.

თუმცა ბესელიას ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენთტან დაკავშირებით, მომხრეები უკვე ჰყავს. ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს ოპოზიცია.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები