25 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
განათლების ახალი რეფორმა და დაცარიელებული სკოლები - მე-12 კლასელების დიდი ნაწილი გაკვეთილებზე აღარ დადის

საჯარო სკოლებში მე-12 კლასელები დიდი ნაწილი არ დადის - "კურიერმა" ექსპერიმენტი დედაქალაქის 10-მდე სკოლაში ჩაატარა. გაირკვა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების დიდი ნაწილი გაკვეთილებს აცდენს. თავად მოსწავლეები მიზეზად, განათლების ახალ რეფორმას ასახელებენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ გამოცდების ჩაბარება არ უწევთ, მათ არც სკოლაში მისვლას ავალდებულებს ვინმე.

განათლების ახალ რეფორმა ოპოზიციის კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა.  "ნაციონალურ მოძრაობაში" ე.წ. კატის გამოცდების გაუქმებაში კორუფციის რისკებს ხედავენ. პარტიაში თვლიან, რომ განათლების ბუნდოვანი რეფორმის შემდეგ, სასწავლო პროცესი სკოლაში მთლიანად ჩამოიშალა.

განათლების რეფორმას მმართველი გუნდის მიერ ბოლო წლებში სკოლებისათვის მიყენებული ზიანის შემაჩერებელ დროებით მექანიზმს უწოდებენ- ევროპულ საქართველოში. უმცირესობაში ამბობენ, რომ გაურკვეველი კონტურებით ახალმა პროექტმა საჯარო სკოლები უკვე დახურა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ, რომ სკოლების დაცარიელება საატესტატო გამოცდებს უკავშირდება, თუმცა ამბობენ, რომ ამ მიმართულებით მასწავლებლების სიმკაცრის იმედი აქვთ.

განათლების ახალი რეფორმა, რომელიც 2019 წლიდან საატესტატო გაუქმებას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით უკვე გავიდა.

დღის ამბები