25 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
რუსეთი საქართველოს ემუქრება - კრემლი საქართველოს არასასიამოვნო მოულოდნელობებს უწინასწარმეტყველებს

რუსეთი საქართველოს ემუქრება - ახალი წლის შემდეგ, თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკების ფორმატის პირველი შეხვედრა მუქარით დაიწყო. კრემლის სახიფათო გზავნილი გრიგორი კარასინმა პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე მედიასთან გაასაჯაროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს არასასიამოვნო მოულოდნელობები უწინასწარმეტყველა, თუმცა დეტალები აღარ დაუკონკრეტებია.

რას გულისხმობდა რუსი დიპლომატი უსიამოვნო მოულოდნელობებში მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ განმარტა. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოსთან დაახლოებით.

გრიგორი კარასინი დღეს ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც ნატოსთან დაახლოების გამო ოფიციალური თბილისი გააფრთხილა. საქართველოს რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაემუქრა. სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი იძულებულია საპასუხო ზომები მიიღოს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული გეგმაც დაასახელა. 

რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, თბილისი რუსულ ინტერესებს ვერაფერს უპირისპირებს და კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას სპეკულაციებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ექსპერტები კრემლის სახიფათო რიტორიკას გლობალურ საკითხებს უკავშირებენ. ანალიტიკოსების აზრით, თბილისი ვაშინგტონსა და მოსკოვს ურთიერთგამომრიცხავ დაპირებებს აძლევს.

დღის ამბები