23 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
ჩვენი სწავლებები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული - სერგეი შოიგუს განცხადებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში პასუხობენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ეხმაურებიან. წერილობით კომენტარში, რომელიც „კურიერს“ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პრეს სპიკერმა გადაუგზავნა, საუბარია რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა ჩაატაროს წვრთნები თავისი ჯარის გაუმჯობესების მიზნით. 

წერილობით კომენტარში ასევე, აღნიშნულია, რომ ალიანსი წვრთნების ჩატარების დროს, ყველა საერთაშორისო ნორმას იცავს. 

სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა.

 „რუსეთი ხშირად მიმართავს მოულოდნელ, ნაჩქარევ სწავლებებს, რაც მათ არაპროგნოზირებადს ხდის. რუსეთი არ ავრცელებს სათანადო ინფორმაციას თავისი წვრთნების მასშტაბების შესახებ, თავს არიდებს სავალდებულო გამჭვირვალობას, არასდროს შეუსრულებია ეუთოს ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული სავალდებულო დაკვირვება ცივი ომის დასრულების შემდეგ. ნატო რეგულარულად ატარებს სწავლებას თავის მჭიდრო პარტნიორებთან – არა მარტო უკრაინასთან და საქართველოსთან, არამედ ფინეთთან და შვედეთთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან და სერბეთთან, ორგანიზაციებთან როგორიცაა ევროკავშირი. ეს წვრთნები აჩვენებს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენი სწავლებები თავდაცვითი ხასიათისაა და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“ - ნათქვამია წერილობით კომენტარში.

 

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები