25 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე სამიტი უშედეგოდ დასრულდა

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე სამიტი უშედეგოდ დასრულდა. შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის პირველმა პირებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ჰანოიში მოლაპარაკების მეორე დღე დაგეგმილზე ადრე და ისე დასრულდა, რომ ლიდერებმა საერთო დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. ჩაიშალა დაგეგმილი სამუშაო სადილიც.

დონალდ ტრამპის თქმით, ოფიციალური ფხენიანი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, თუმცა მისი შეფასებით, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მიზნით საკმარისი პროგრესი მიღწეული არ არის და ამიტომ შეზღუდვები შენარჩუნდება.

პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ არ არსებობს მესამე სამიტის გამართვის გეგმაც.

დღის ამბები