20 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
ნათელაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ -  საქალაქო სასამართლოში „ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის სარჩელი განიხილეს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის სარჩელი განიხილეს. ნათელაშვილი ივანიშვილს, ღირსების შელახვისთვის უჩივის და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას მოითხოვს.

საუბარია ექსპრემიერის 2016 წელს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ივანიშვილი ნათელაშვილს ჯაშუშს უწოდებს. სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მტკიცებულებების წარდგენასთან ერთად, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ივანიშვილის პროცესებზე დასწრება მოითხოვა.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. შემდგომი სასამართლო პროცესი 26 მარტს ჩაინიშნა.

„დღეს ჭორვილელი ივანიშვილი რუსეთს ასევე აბრუნებს საქართველოში და აქეთ გვაბრალებს რუსეთის აგენტობას კიდევ. აი, მთელი არსი დღევანდელი პროცესისა,“- ამბობს ნათელაშვილი.

დღის ამბები