20 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში - სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 21 წლის დიმიტრი დარბაიძე გორის რაიონში გადაასვენეს

21 წლის დიმიტრი დარბაიძე, რომელიც სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცავალა, გორის რაიონის სოფელ ქვეშში, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

გარდაცვლილის მშობლები ემიგრაციაში ცხოვრობენ. მისი ნათესავები და ახლობლები კი ამბობენ, რომ მათ დარბაიძის გარდაცვალების შესახებ დღეს დილით შეიტყვეს.

დიმიტრი დარბაიძე, თბილისში სამუშაოდ 3 თვის წინ წავიდა, დღეს დილით კი ის ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.

„სტუმრად ყოფილა მისული. ამჟამად ცხოვრობდნენ თბილისში მამასთან ერთად, ნაქირავებში. სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა სტუდენტი გახდა გადავიდნენ თბილისში საცხოვრებლად. დედა საზღვარგარეთ მუშაობს,“ - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

დღის ამბები