19 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში - სალომე ზურაბიშვილი კახის რაიონის საშუალო სკოლას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, კახის რაიონის საშუალო სკოლას ესტუმრა. პრეზიდენტმა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა. 

კახის წმინდა გიორგის ეკლესია, დარბაზული ტიპის XVIII საუკუნის მოქმედი, მართლმადიდებლური ეკლესიაა.

სალომე ზურაბიშვილი, წარმოშობით ქართველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტს ძველი, ისტორიული ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ.

„ქალბატონი სალომე პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჩამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ჩამოვიდა იქიდან კახის რაიონში და გაეცნო ჩვენი სკოლის ცხოვრებას, პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს,“ - განაცხადად ერთ-ერთმა პედაგოგმა.

დღის ამბები