19 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
სასამართლო სისტემის რადიკალური რეფორმა - "თავისუფალმა დემოკრატებმა" 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს

სასამართლო სისტემის რადიკალური რეფორმა - "თავისუფალმა დემოკრატებმა" 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინეს, რომლის მიზანი სისტემის კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა სრული იმუნიტეტის გაუქმებას გულისხმობს.

თუ გეგმას ხელისუფლება გაიზიარებს, მოსამართლეები საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად ვეღარ გათავისუფლდებიან. ნაწილობრივ გაუქმდება იმუნიტეტი, რომლითაც დღეს ისინი სარგებლობენ. გადაცდომების შემთხვევაში, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე მოსამართლე თავადაც აღმოჩნდეს.

სასამართლოს რეფორმის პროექტის ინიციატორები ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა კლანი სწორედ იუსტიცის საბჭოდან იმართება ამიტომ, ეს უწყება სამი წლის ვადით უნდა გაუქმდეს, სასამართლოს მართვის სადავეები კი სრულად დამოუკიდებელ მაკონტროლებელს გადაეცეს. ხელისუფლების გავლენების შესუსტება და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაზრდა, ეს რეფორმის მიზანია.

ხელისუფლებას აკისრებს სასამართლოში შექმნილი რთული ვითარების გამო პასუხისმგებლობას არასაპარლამენტო ოპოზიციაც. პარტიების წარმომადგენლები ეთანხმებიან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების დროებით შეჩერება საჭიროა, თუმცა მიაჩნიათ რომ ხელისუფლებას კრიზისის დაძლევის უნარი აღარ აქვს.

რეფორმის წარდგენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები არ დასწრებიან. არამოსამართლე წევრები კი ეთანხმებიან რომ კლანური მმართველობის დასაძლევად რადიკალური რეფორმები აუცილებელია და მიიჩნევენ რომ სისტემა უფრო ღია უნდა გახდეს.

სასამართლო სისტემის რადიკალური რეფორმა თავისუფალმა დემოკრატებმა საარჩევნო პლატფორმის ფარგლებში წარადგინეს. 

დღის ამბები