20 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
ორდღიანი მწვავე კონფლიქტის შემდეგ, პაკისტანი ინდოეთს სამხედრო ტყვეს გადასცემს

ორდღიანი მწვავე კონფლიქტის შემდეგ, პაკისტანი ინდოეთს სამხედრო ტყვეს გადასცემს. საჰაერო ძალების პილოტს ქაშმირის რეგიონში საზღვარზე მიიყვანენ და ინდოელ სამხედროებს გადასცემენ.

საჰაერო ძალების მეთაური აბჰინანდანი ისლამაბადის ტყვეობაში 2 დღით აღმოჩნდა. პაკისტანელმა სამხედროებმა კონფლიქტურ რეგიონში ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ისლამაბადი ამტკიცებს, რომ ინდოეთის ავიაციამ საჰაერო სივრცე დაარღვია და სასაზღვრო სოფლები დაბომბა, რასაც 4 ადგილობრივი ემსხვერპლა.

კონფლიქტის ესკალაციის აღსაკვეთად ვაშინგტონი, ევროკავშირი და ჩინეთი ინდოეთსა და პაკისტანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.

 

დღის ამბები