23 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია - დაზიანებულია გაზის მილი

ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. „ყაზტრანსგაზის“ ცნობით, გაზსადენი დავით გურამიშვილის გამზირის 50 ნომერთან სამშენებლო კომპანია "დინ გრუპის" მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას დაზიანდა.  

დაზიანების შედეგად გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ინფორმაციით, მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.

"დავით გურამიშვილის გამზირის 50 ნომერთან, სამშენებლო კომპანია "დინ გრუპის" მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას დაზიანდა საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი. შედეგად თბილისი ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით  შექმნილი დისკომფორტის გამო.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან  დაიწყება.

გთხოვთ არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღის ამბები