20 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
RMG GOLD-მა სპილენძის კუდსაცავზე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემები ააშენა

RMG GOLD-მა სპილენძის კუდსაცავზე, საიდანაც მდინარე კაზრეთულას დაბინძურება ხდებოდა, წყლის შემკრები რეზერვუარი და სატუმბი სისტემა ააშენა.

კომპანიამ ნარჩენების 7 უბანი მოაწყო და საწარმო უბნებში წარმოქმნილი მტვერის გარემოში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად მტვერდამჭერი მოწყობილობები დაამონტაჟა.

„სამინისტრომ 2018 წელს გააკეთა მიწერილობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას დაევალა როგორც ისტორიული მემკვიდრეობით პრობლემების და ზიანის გამოსწორება, ისე მიმდინარე გარემოს დაცვითი საკითხების მოგვარება და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარულად დავაკვირდეთ მიმდინარე სამუშაოებს,“- ამბობს გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები