18 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
ჰანოის უშედეგო სამიტის შემდეგ კიმ ჩენ ინი სამშობლოში ბრუნდება

კიმ ჩენ ინი სამშობლოში ბრუნდება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვიეტნამიდან კვლავ მატარებლით გაემგზავრა.

ის ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს. სადგურში მისვლამდე კიმ ჩენ ინმა ომის გმირთა მემორილი ყვავილებით შეამკო და ვიეტნამის ყოფილი ლიდერის მავზოლეუმიც მოინახულა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჰანოიში დონალდ ტრამპთან რიგით მეორე სამიტისთვის ჩავიდა, თუმცა, ლიდერებმა სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც, სამიტი დაგეგმილზე ადრე და საერთო დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე დასრულდა.

დღის ამბები