19 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქია უკვე 24 საათზე მეტია, ვიქტორიას შტატში მძვინვარებს.

გავრცელებული ცნობით, ხანძარის 100-ზე მეტი კერის გაჩენა რეგიონში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და მეხმა გამოიწვია.

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს ჯერ საფრთხეს არ უქმნის, მელბურნის სამხრეთით მდებარე დასახლებებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს.

დღის ამბები