ილონ მასკის კომპანია სფეისიქსმა კოსმოსში ახალი ხომალდი გაუშვა, რომელმაც მომავალში რუსული სოიუზი უნდა ჩაანაცვლოს.
ხომალდი ქრუ დრაგონი, რომელიც 7-კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, პირველ ექსპედიციას უპილოტო რეჟიმში ახორციელებს. ბორტზე მანეკენი სახელად "რიპლი" იმყოფება.
5 მეტრის სიგრძის კაფსულა კანავერალის კონცხიდან წარმატებით რამდენიმე საათის წინ გაუშვეს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კი ხვალ შუადღეს მიაღწევს.
აპარატი დედამიწაზე 8 მარტს უნდა დაბრუნდეს.
მისიის მთავარი მიზანი მომავალში კოსმოსში ნებისმიერი მსურველის წაყვანა იქნება.