23 აპრილი 2024,   20:11
ვრცლად
რუსი ფიზიკოსი ჟორეს ალფიოროვი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ცნობილი რუსი ფიზიკოსი, ჟორეს ალფიოროვი, გარდაიცვალა. ნობელის პრემიის ლაურეატი და სათათბიროს დეპუტატი პეტერბურგში გულის უკმარისობით დაიღუპა.

ინსულტის ნიშნებით აკადემიკოსი იანვრის ბოლოს საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ალფიოროვმა რუსეთში მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერს წერილებიც მიწერა.

ნობელის პრემია ფიზიკოსმა 2000 წელს მიიღო და ერთადერთი იყო ამ დარგში დაჯილდოებულთაგან, რომელიც ამ დრომდე რუსეთში ცხოვრობდა.

ჟორეს ალფიოროვი კომუნისტური პარტიის წევრი იყო. გაერთიანების ლიდერის განცხადებით, დაკრძალვის ორგანიზებაზე პარტია იზრუნებს.

 

დღის ამბები