23 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
"მე ვუთხარი, მიგვიღებთ ნატო-ში, ცნობაც მოყვებამეთქი," - მეუფე იაკობმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე აშშ-ში ისაუბრა

როდის აღიარებს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას - ქართული მხარის პოზიციით პარტნიორები უკვე შეერთებულ შტატებშიც ინტერესდებიან. ამ თემაზე, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ პატრიარქის ქორეპისკოპოსს კითხვები დაუსვეს. ამას „კურიერთან“ ადასტურებს თავად მეუფე იაკობი. 

ბოდბელი ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრის დროს, მან კონტრშეკითხვა დასვა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გულისხმობდა. მეუფე იაკობი დაინტერესდა, რა მიზეზი აქვს ალიანსს იმისათვის, რომ ქვეყანას ნატოში არ იღებს. 

 „ჯერჯერობით, მათ ავტოკეფალია არ მიუღიათ, მაგრამ მოვა დრო და მიიღებენ უკრაინელები. მაგასაც დამსახურება უნდა, მაგათ უფრო ავტონომია აქვთ მიცემული. იმიტომ რომ ეპისკოპოსის კურთხევა იქნება თუ რაღაც, მაინც მსოფლიო პატრიარქთან უნდა შეათანხმონ. მაგი არ არის ისე, ავტოკეფალია. მე ამერიკელებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და გაგებით ეკიდებიან ამას. მე დავუსვი კონტრშეკითხვა - რა მიზეზი გაქვთ ნატო-ში რომ არ გვიღებთ. გაქვთ მიზეზი? ხომ გაქვთ მიზეზებიმეთქი? დიახო მითხრეს. მე ვუთხარი, მიგვიღებთ ნატო-ში, ცნობაც მოყვებამეთქი. მიგვიღებთ ნატოში? ხოდა გაეცინათ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები