20 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათი რჩება - ქართველი ემიგრანტები რომში რეგისტრაციას გადიან

ზუსტად ერთ საათში რომში ქართველი ემიგრანტების რიგით მესამე შეხვედრა დაიწყება. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელგიის შემდეგ ქართული დიასპორის წარმომადგენლები ამჯერად სწორედ იტალიის დედაქალაქში იკრიბებიან. შეხვედრაზე დასასწრებად ემიგრანტები რომში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ. 

შეხვედრაზე დამსწრეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. 

„მთავარი მიზანი არის იმედი, იმედი დაბრუნების. ყველას ჩვენს ოჯახებში გვინდა, ჩვენს სამშობლოში გვინდა. არ გვინდა სხვაგან მუშაობა. გვინდა რომ იყოს მშვიდობა. არამგონია არსებობდეს საქართველოს პატიოსანი ოჯახი, რომელიც ჩვენს მოძრაობას მხარს არ დაუჭერს,“-ამბობს ადგილზე მისული ერთ-ერთი ემიგრანტი.

ემიგრანტები ამბობენ, რომ მათი სურვილია საქართველოში შეიცვალოს მდგომარეობა და არ შეეშინდეთ ქუჩაში გამოსვლის. მათივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელემენტარული შემოსავლის წყარო გაჩნდეს მოსახლეობისთვის.

რომში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდნენ იტალიაში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებიც.

„მე უკრაინელი ვარ და რომში ქართველი ემიგრანტებისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოვედი. ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პრეზიდენტი რეფორმატორის სახელით მოხვდა. ქართველებსა და უკრაინელებს საერთო უბედურება გვაერთიანებს. ეს არის ოკუპირებული  ტერიტორიები და ომი აგრესორ რუსეთთან. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ველოდებით,“-განაცხადა შეხვედრაზე მისულმა უკრაინის მოქალაქემ.

ლიეჟში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები