23 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
რომში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ

რომში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ სურთ მიხეილ სააკაშვილის გეგმა მოისმინონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ის საქართველოში არსებული მძიმე ვითარების შეცვლას.

„ესე გაგრძელება არ შეიძლება. აბსოლუტურად ყველა დარგში არის პრობლემა,“-აცხადებენ ემიგრანტები.

შეხვედრა რომში ზუსტად ერთ საათში დაიწყება.  ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბელგიის შემდეგ ქართული დიასპორის წარმომადგენლები ამჯერად სწორედ იტალიის დედაქალაქში იკრიბებიან.

ლიეჟში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები