16 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
დევიდ ბექჰემს ლოს ანჯელესში ძეგლი დაუდგეს

ლოს ანჯელესში დევიდ ბექჰემის ძეგლი გაიხსნა. ფეხბურთის ვარსკვლავს ქანდაკება საფეხბურთო კლუბმა ”ლოს ანჯელეს გალაქსიმ” მიუძღვნა, სადაც ის 5 წლის განმავლობაში თამაშობდა. ბექჰემი კალიფორნიის კლუბის პირველი მოთამაშე გახდა, ვისაც ძეგლი დაუდგეს. ქანდაკება კლუბის საწვრთნელ ბაზასთან, ”საბ-ჰაბ სენტრისარენასთან გაიხსნა. ინგლისელი ფეხბურთელი გალაქსიში 2007-2012 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 20 გოლი და 42 შედეგიანი გადაცემა ირიცხება. კალიფორნიული კლუბის წევრის სტატუსით დევიდ ბექჰემი ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი ორჯერ გახდა. 

დღის ამბები