19 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
თუ ივანიშვილი დარჩა, ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას-მიხეილ სააკაშვილი

"თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წლამდე და ღმერთმა არ ქნას იმის შემდეგ,  ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას," -ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რომში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველო 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დღეს საქართველო ეკონომიურად დგას ემიგრანტების მიერ გადარიცხულ ფულსა და მის მიერ შექმნილ ტურიზმზე.

"საქართველო დგას ორ რაღაცაზე - იმაზე რაც მე დავუტოვე, ეს არის ტურიზმი და მეორე, დგას ორნახევარი მილიარდიდან სამ მილიარდ დოლარამდე, რომელსაც თქვენ გადარიცხავთ. თან რა გადარიცხვაა ეს, რომ იცით რომ წელებზე ფეხს იდგამთ. თქვენ ხომ იცით, რომ ბოლო კაპიკებს იკლებთ თქვენ და ვის ურიცხავთ? მე ვიცნობ არაერთ ქალბატონს ვისაც შვილები და შვილიშვილები ჰყავთ საქართველოში და ვერ ჩამოუყვანია და აქედან ინახავს. რა თქმა უნდა აქ არის ის ხალხი, რომელიც ჩემ დროსაც წამოვიდა მაგრამ ჩვენ დროს 8 წლიდან, 6 წელი იყო პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. უფრო მეტი ბრუნდებოდა ვიდრე ბრუნდებოდა. ერთი მილიონი ადამიანი არის წამოსული 2012 წლის შემდეგ საქართველოდან. ჩვენ ჩვენი გეგმა იყო რომ მიგრაციულად საქართველო ყოფილიყო მინიმუმ ხუთ ნახევრიანი ქვეყანა ისევ. ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ, თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წლამდე და ღმერთმა არ ქნას იმის შემდეგ  ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას. პლუს შემოყვანილ მუშახელს სხვადასხვა ღარიბი ქვეყნებიდან, რომლებსაც არაფერი არ აკავშირებთ საქართველოსთან გარდა იმისა, რომ ისინი იქნებიან ერთი ოლიგარქის ბიზნესის ნაწილი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები