19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
მაქვს აიფონი, ჩემ ოჯახის წევრებსაც კი არ დავანახებ, გავედი გვერდზე, მივეცი ხმა - სააკაშვილმა ემიგრანტებთან ელექტრონული არჩევნების კონცეფცია განიხილა

რომში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრა დასრულდა. სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მომდევნო შეხვედრა საბერძნეთში გაიმართება.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელის წინაშეც საქართველო დგას, რის შემდეგაც  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ელექტრონულ კენჭისყრაზე ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს არის ერთადერთი საშუალება იმის, რომ არჩევნების მსვლელობის დროს გამოირიცხოს გაყალბება და ზეწოლა.

„ფუნქცია ოლიგარქის ანუ ყველას დაგაჩმორებთ, ლიეჟშიც გავაგზავნი ხალხს და იქაც არ შევუშვებ ხალხს და ამზე მარტივი რა არის? მაქვს აიფონი, ჩემ ოჯახის წევრებსაც კი არ დავანახებ, გავედი გვერდზე, მივეცი ხმა. გამომიგზავნეთ ახლა, ხახვსაც ავიღებ და კართოფილსაც შევიწვავ, მაგრამ ხმას მაინც სამზარეულოდან მივცემ და აზრი აღარ აქვს იმის გამოგზავნას მერე. ამაზე ისინი რას აკეთებენ? ბესელიას ვიდეო. ისინი რას აკეთებენ, ეუბნებიან, რომ ფეისბუქსაც გაგიკონტროლებთ, ტელეფონსაც  გაგიკონტროლებ. ეს ტექნოლოგია ბლოკ ჩეინის მაგას გამორიცხავს. საკონსულოებში კი არ იაროთ და ეხვეწოთ და აღრიცხვაზე დამაყენეთ და მატარებლის ბილეთი აიღოთ და 8 საათის მანძილზე იაროთ. სამსახურში აიღეთ 3 წუთი შესვენება ოთხშაბათს როცა არის მაგალითად კენჭისყრა, ან კვირას თუ მუშაობთ. გახვედით გვერდზე დარჩით საკუთარ თავთან მარტო და ეს არის კაბინა საარჩევნო და მიიღეთ თქვენი ქვეყნის  ბედის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. აი ეს არის გადაწყვეტა სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ქიბროწაშვილი. ძაან მარტივია რა,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები