18 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
წერილი მიღებული იყო ბატონი გახარიასგან - ხაზარაძის თქმით, მათ შს მინისტრი ემუქრებოდა

წერილი მიღებული იყო ბატონი გახარიასგან -  TBC ბანკის დამფუძნებლების თქმით, შს მინისტრი მათ ემუქრებოდა. 

განცხადება ბანკის დამფუძნებლებმა პარლამენტში გააკეთეს. ხაზარაძის თქმით, ეს იყო მუქარის წერილი რაღაცის შესრულების საფასურად. 

„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ წერილების ფრიალს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. გვინდა დაგვეხმაროთ , რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა.

წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ “-ამბობს ხაზარაძე.

დღის ამბები