24 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
მუქარის წერილი გახარიასგან - მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებაზე პასუხს თავს არიდებს 

საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებებზე პასუხს თავს არიდებს. საუბარია მუქარით და შანტაჟით სავსე წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით მას შინაგან საქმეთა მინისტრმა მისწერა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ჯერ ამ წერილის შინაარსი უნდა გაირკვეს.

„რატომ გვიწევს ჩვენ სავარაუდოდ ამ სიტყვის ხსენება მაშინ, როდესაც დღეს იყო საშუალება იმისა, რომ მთლიანად დეტალურად გვემსჯელა ამ საკითხზე იყო თუ არა მართლა ასეთი წერილი. ამ წერილის შინაარსიც მიგვეღო და ა.შ. რისგანაც თავი შეიკავა ბატონმა მამუკამ. მე მჯერა თუ არა ეს მეორე საკითხია, საზოგადოება რას დაიჯერებს და რეალობა რა არის ეს არის მთავარი საკითხი,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის ნაწილი ამბობს, რომ საკითხის დროში გაწელვა არ უნდა მოხდეს და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა ფორმატში განიხილავს აღნიშნულ საკითხებს.

„ეს იყო რაიმე ფაქტი ძალდატანების თუ რაიმე სხვა ფორმატის ეს უნდა თქვას მან. მე არ ვყოფილვარ იმ შეხვედრაზე, შესაბამისად მის მაგივრად ამ ფაქტს ვერ ვუპასუხებ. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად თუ რა გზით მივდივართ - ვქმნით სასწრაფო წესით კომისიებს, ვიბარებთ შესაბამის უწყებებს?,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები